ავტორიზაცია

ლა ლიგის უცნაური გადაწყვეტილება და შარში მყოფი რეალი - ანჩელოტის უახლოეს მატჩში ყველა წამყვანი ნახევარმცველი დააკლდება?!

ლა ლიგის უცნაური გადაწყვეტილება და შარში მყოფი რეალი - ანჩელოტის უახლოეს მატჩში ყველა წამყვანი ნახევარმცველი დააკლდება?!
თარიღი 07 სექ 2021, 22:32

ლა ლიგის ხელმძღვანელობის უცნაური გადაწყვეტილება.

ესპანეთის ჩემპიონატის ფედერაციამ ამ უიქენდზე გასამართი ორი მატჩი გადადო: „ვილიარეალი“ – „ალავესი“ და „სევილია“ – „ბარსელონა“.

ამის მიზეზი კი სამხრეამერიკული სანაკრებო პაუზაა: ამ გუნდების ფეხბურთელებს პარასკევს თავიანთ ნაკრებებში მოუწევთ თამაშების ჩატარება და მეორე დღეს ლა ლიგის შეხვედრაში მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებდნენ.

უცნაური კი ეს გადაწყვეტილება იმიტომ არის, რომ ლა ლიგამ მხოლოდ ეს ორი მატჩი გადადო და მაგალითად „რეალის“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრები - არა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ გუნდსაც ჰყავს შემადგენლობაში სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები.

შესაბამისად, კარლო ანჩელოტი „სელტასთან“ მატჩის წინაშე კატასტროფის წინაშე დგას: პარასკევს მისი ფეხბურთელები ნაკრებში ითამაშებენ, შემდეგ ესპანეთში მრავალსაათიანი ფრენის შედეგად მოუწევთ დაბრუნება და უკვე კვირას ლა ლიგის მატჩია.

ამის გამო, „რეალს“ უახლოეს შეხვედრაში შესაძლოა კაზემირო, ვალვერდე, მილიტაო და ვინისიუს ჯუნიორი გამოაკლდნენ. ამას რომ დავუმატოთ ის, რომ გუნდს ტრავმირებული მოდრიჩი, კროოსი და ფერლან მენდი ჰყავს, მადრიდელთა სიტუაცია უკიდურესად მძიმე ხდება.