კუმანი: "მიუხედავად სირთულეებისა, მინდა ბარსას მწვრთნელი მრავალი წლის მანძილზე ვიყო"
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ გუნდში მუშაობას დიდი სიამოვნებით გააგრძელებს.
„დიახ, რა თქმა უნდა, ახალი კონტრაქტისთვის გახსნილი ვარ. „ბარსას“ მწვრთნელი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მრავალი წლის მანძილზე.
მიუხედავად იმ რთული მომენტებისა, რომელიც კლუბს ახლა უდგას, ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით, მწვრთნელებისა და ტექნიკური პერსონალის დამსახურებით, „ბარსელონას“ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს შესანიშნავი მომავლით. იმედია სამ, ოთხ ან ხუთ წელიწადში, მე ისევ ამ გუნდის მწვრთნელი ვიქნები.
პირველ რიგში თავს კლუბის ფეხბურთელად მივიჩნევ. სულ მიმაჩნდა, რომ ვალდებული ვარ დავეხმარო იმ კლუბს, რომელშიც ვიმყოფები, მოვძებნო გუნდის გაძლიერების ახალი გზები საერთო ზიანის მიყენების გარეშე.
თუმცა, ის, რაც „ბარსელონაში“ ახლა ხდება - რაღაც განსაკუთრებულია, ის რაც აქამდე არ გადამხდენია.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს Sport.es.