ავტორიზაცია

"არასაკმარისად ბევრ გოლს ვიტან", - ჰოლანდმა დაასახელა მიზანი, რომლისკენაც ისწრაფის

"არასაკმარისად ბევრ გოლს ვიტან", - ჰოლანდმა დაასახელა მიზანი, რომლისკენაც ისწრაფის
თარიღი 08 სექ 2021, 17:19

დორტმუნდის „ბორუსიას“ და ნორვეგიის ნაკრების თავადმსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ჰიბრალტართან 5:1 მოგებაზე ისაუბრა.

ამ შეხვედრაში ნორვეგიელმა ფორვარდმა ჰეთ-ტრიკი მიითვალა.

„თუ მატჩებისა და გოლების შეფარდებას გადავხედავთ, მაშინ მე აშკარად არასაკმარისად ბევრ გოლ ს ვიტან.

ვფიქრობ, უფრო მეტი გოლი უნდა მქონდეს, ვიდრე ჩატარებული მატჩი. დიახ, ეს არის ის, რასაც ვცდილობ.“ - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Digi Sport.

ჰოლანდმა ნორვეგიის ნაკრების მაისურით კარიერაში 15 მატჩის ჩატარება მოასწრო და 12 გოლი დაუგროვდა. 

დორტმუნდის „ბორუსიას“ მაისურით ერლინგმა 64 მატჩში 63 გოლი გაიტანა. აქამდე, ის „ბრიუნეში“, „მოლდეში“ და „ზალცბურგში“ ასპარეზობდა.