ფოტო: ნაცნობი კლუბი, ახალი ვარცხნილობა - ატლეტიკომ ვანდაზე გრიზმანი წარადგინა
მადრიდის „ატლეტიკომ“ ახალწვეული ანტუან გრიზმანი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ წარადგინა.
ფეხბურთელმა გუშინ საფრანგეთის ნაკრებში ჯერ კიდევ გრძელი თმით ითამაშა და დუბლიც მიითვალა, დღეს კი „ატლეტიკოს“ პრეზენტაციაზე შეცვლილი ვარცხნილობით წარსდგა.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ გრიზმანი ერთი სეზონით „ბარსელონადან“ ინათხოვრა და მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება. თუ ის ამ სეზონში მატჩების 50%-ში მიიღებს მონაწილეობას, „ატლეტიკო“ ვალდებული გახდება ფეხბურთელი გამოისყიდოს.