ავტორიზაცია

პერესი: "კამავინგას მსურველების რიგი ედგა"

პერესი: "კამავინგას მსურველების რიგი ედგა"
თარიღი 08 სექ 2021, 18:06

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ედუარდო კამავინგას პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„გვიხარია, რომ გუნდში ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელს ვესალმებით, ის „რეალში“ თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

კამავინგა ის ფეხბურთელია, რომელსაც მსურველების რიგი უდგება, ის ასაკის შეუსაბამოდ ჭკვიანურ და ზრდასრულ ფეხბურთს თამაშობს.“ - აღნიშნა ფუნქციონერმა ფეხბურთელის პრეზენტაციის წინ სიტყვით წარდგენაზე.

„რეალმა“ 18 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაადასტურა. მისი შეძენა კლუბს 31 მლნ ევრო დაუჯდა, კიდევ 10/15 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

ედუარდო კამავინგამ „რეალთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის" გარდა კამავინგას შეძენაზე პრეტენზიას „მანჩესტერ იუნაიტედი" და „პსჟ" აცხადებდნენ, თუმცა ფეხბურთელმა „რეალის" დალოდება არჩია.