ავტორიზაცია

3 ფეხბურთელი, რომელთანაც ინტერი ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს

3 ფეხბურთელი, რომელთანაც ინტერი ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს
თარიღი 08 სექ 2021, 21:27

დიდი ალბათობით, "ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა 24 წლის არგენტინელთან 2026 წლის ზაფხულამდე გათვლილი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

აგრეთვე, მომდევნო კვირაში "ნერაძური" ნიკოლა ბარელასთან და მარსელო ბროზოვიჩთანაც გამართავს მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის თაობაზე.

2020/21 წლების სეზონში ლაუტარომ "ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მარტინესს მილანურ გრანდთან 2023 წლამდე აკავშირებს.