ავტორიზაცია

"იუვენტუსი სიაში არ არის", - დანილომ ჩემპიონთა ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა

"იუვენტუსი სიაში არ არის", - დანილომ ჩემპიონთა ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა
თარიღი 08 სექ 2021, 21:41

"იუვენტუსის" მცველმა, დანილომ ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა სიაში არ ვართ, მაგრამ შრომისმოყვარეობის მჯერა. ყველანი სეზონის კონკურენტუნარიანად ჩატარებით ვართ დაინტერესებულები".

"ქაღალდზე "ლივერპული", "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არიან", - აცხადებს ბრაზილიელი უკანახაზელი.

შეგახსენებთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "ბებერი ქალბატონის" მეტოქეები "ჩელსი", "ზენიტი" და "მალმიო" იქნებიან.

გასულ სეზონში ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა - "იუვე" ორი მატჩის ჯამში "პორტუსთან" დამარცხდა.