ავტორიზაცია

საშინელი თამაში: საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 4:1 განადგურდა

საშინელი თამაში: საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 4:1 განადგურდა
თარიღი 08 Sep 2021, 22:22

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა ბულგარეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

შეხვედრა ქართველებმა თავიდანვე ცუდად დაიწყეს და გოლი მე-20 წუთზე გაუშვეს, ამას მოჰყვა 34-ე და 44-ე წუთზე გატანილი ბურთები.

მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა იმის იმედად, რომ შეტევაში თამაშს გამოვასწორებდით. 

53-ე წუთზე გოლი ჰრისტოვმა გაიტანა და ანგარიშის სხვაობა ოთხამდე გაზარდა.

ზურიკო დავითაშვილმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - საქართველომ მორიგი კრახი განიცადა.

შემდეგ მატჩს ჩვენი ნაკრები უკვე ოქტომბერში გამართავს - საბერძნეთთან და კოსოვოსთან.

ძირითადი შემადგენლობა: მამარდაშვილი, ხვადაგიანი, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, კაკაბაძე, დაუშვილი, ალთუნაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, წიტაიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ქვილითაია, აბურჯანია, დავითაშვილი, მამუჩშვილი