ავტორიზაცია

ნაპოლის პრეზიდენტმა სხვა იტალიური კლუბები არაკეთილსინდისიერ თამაშში დაადანაშაულა

ნაპოლის პრეზიდენტმა სხვა იტალიური კლუბები არაკეთილსინდისიერ თამაშში დაადანაშაულა
თარიღი 08 სექ 2021, 22:39

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ ნეაპოლელებს იტალიის ჩემპიონატი უკვე დიდი ხნის მოგებული უნდა ჰქონდეთ, თუმცა მათ ხელი კონკურენტების არაკეთილსინდისიერებამ შეუშალა.

"ნაპოლიმ" 2004 წელს გაკოტრების შემდეგ ნამდვილი რენესანსი გადაიტანა. ევროპაში ზედიზედ 12 წელიწადი ვასპარეზობდით და არ ვარ დარწმუნებული იმაში, არის თუ არა კიდევ ერთი სხვა იტალიური კლუბი, რომელსაც მსგავსი რამ აქვს გაკეთებული".

"სკუდეტო უნდა მოგვეგო. მაგრამ ამისათვის არ არის საკმარისი იყო უბრალოდ ძლიერი კლუბი".

"ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის ინციდენტის თავიდან აცილება და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სხვები იღებენ იმას, რაც შენ გეკუთვნის", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Football Italia.

მოგეხსენებათ, უკანასკნელად ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონები 1990 წელს გახდნენ.