ავტორიზაცია

ვან დეიკი: "ალბათ, ხალხი ფიქრობს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ვსიმულირებ"

ვან დეიკი: "ალბათ, ხალხი ფიქრობს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ვსიმულირებ"
თარიღი 09 სექ 2021, 00:30

ჰოლანდიის ნაკრების მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით თურქეთთან (6:1) გამართული მატჩის შემდეგ საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების მიწურულს "ლივერპულის" 30 წლის უკანახაზელი თავისი გუნდის მეკარეს შეეჯახა.

"საბედნიეროდ, კარგად ვარ, ყველაფერმა ჩაიარა", - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს Goal.

"ალბათ, იმის გამო, რომ დიდი ვარ, ვიღაც ფიქრობს, რომ ვსიმულირებ, რადგან დაცემის შემდეგ ძალიან ნელა ვდგები", - დასძინა ჰოლანდიელმა.

მოგეხსენებათ, ვირჯილმა 2020/21 წლების სეზონის დიდი ნაწილი მუხლის მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა.