ავტორიზაცია

კომპონენტი, რომელშიც ჰოლანდმა უკვე ჩამოიტოვა ეტო'ო, ტორესი და რუნი

კომპონენტი, რომელშიც ჰოლანდმა უკვე ჩამოიტოვა ეტო'ო, ტორესი და რუნი
თარიღი 09 სექ 2021, 11:05

ნორვეგიისა და გიბრალტარის შეხვედრაში ერლინგ ჰოლანდმა მორიგი ჰეტ-ტრიკი გაიფორმა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, "ვიკინგებმა" იმარჯვეს გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელ თავდამსხმელს თავის კარიერაში უკვე დაუგროვდა 11 ჰეტ-ტრიკი და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ის სულ რაღაც 21 წლის არის.

დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდმა აღნიშნულ კომპონენტში უკვე გაასწრო ისეთ გამოჩენილ შემტევებს, როგორებიც არიან უეინ რუნი (10), სამუელ ეტო'ო (9) და ფერნანდო ტორესი (8).

რაც შეეხება რეკორდსმენს, ასეთი არის კრიშტიანუ რონალდუ, 57 ჰეტ-ტრიკით კარიერაში. პორტუგალიელი ბომბარდირის შემდეგ მოდის ლიონელ მესი (54), 3-ეულს კი ლუის სუარესი ხურავს (29).

აქვე დავამატებთ, რომ "შავ-ყვითლების" ცხრიანმა საერთო ჯამში თავისი კარიერის განმავლობაში მოასწრო 190 შეხვედრის ჩატარება და 144 გოლის გატანა. ვნახოთ, ვინ იქნება სკანდინავიელის შემდეგი მსხვერპლი.