ავტორიზაცია

ჰოლანდი: "სანჩომ გული დამწყვიტა"

ჰოლანდი: "სანჩომ გული დამწყვიტა"
თარიღი 09 სექ 2021, 11:22

"დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის განცხადებით, ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით ნაწყენი დარჩა.

"მე და ჯეიდონი ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით, ტოპ ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მეწყინა, რომ წავიდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. არასოდეს იცი, რა მოხდება".

"თუმცა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც კარგად ვუგებ და ეს ურთიერთგაგება შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. ვნახოთ, ვისთან შევთამაშდები უფრო უკეთ", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ სანჩო "დორტმუნდში" თამაშობდა 2017-2021 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 137 შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა.