ავტორიზაცია

"ვერასდროს დავივიწყებ იმას, რაც ბარსელონამ მაკადრა", - ემერსონი

"ვერასდროს დავივიწყებ იმას, რაც ბარსელონამ მაკადრა", - ემერსონი
თარიღი 09 სექ 2021, 12:26

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა მცველმა, ემერსონ როიალმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაიგო, რომ კატალონიურ გრანდს მისი "ტოტენჰემში" გაყიდვა უნდოდა.

"არაფერი მესმოდა, რადგან ამაზე არაფერი ვიცოდი. ბაზაზე გამომიძახეს სასაუბროდ და იქ გავიგე, რომ ჩემი გაყიდვა სურდათ. "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შევხვდი. როგორც მითხრეს, კლუბის ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, რთული პერიოდი აქვთ და უმჯობესი იქნებოდა წავსულიყავი".

"ვთქვი, რომ დარჩენას ვაპირებდი, რადგან ოცნება მქონდა აქ მეთამაშა და ჩემი წვლილი შემეტანა. სულელი არ ვარ და რაღაც მომენტში მივხვდი: რაც არ უნდა იყოს, მეუბნებიან წადიო. ძალიან ტკბილი სიტყვებით გამაგდეს".

"კონტრაქტი მქონდა, შემეძლო მეთქვა, არ წავალ-თქო, მაგრამ მინდა ბედნიერი ვიყო. არ მინდა ვწუხდე იმ კლუბში, რომელიც მიყვარს. მესმოდა, ჩემს დარჩენაზე კი არა, გაყიდვაზე ფიქრობდნენ. საბოლოო ჯამში, წასვლა გადავწყვიტე", - ციტირებს ემერსონის სიტყვებს Marca.