ავტორიზაცია

რეალი რუდიგერის დამატების ვარიანტს განიხილავს

რეალი რუდიგერის დამატების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 09 სექ 2021, 14:37

სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის წასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალი" ეძებს ცენტრალურ მცველს და ერთ-ერთ ვარიანტად ანტონიო რუდიგერის დამატება განიხილება.

Sky Sports-ის თანახმად, "სამეფო კლუბი" ყურადღებით აკვირდება გერმანელი უკანახაზელის გარშემო არსებულ სიტუაციას და შესაძლოა, რომ მისი ტრანსფერი განხორციელდეს არა მომავალ ზამთარს, არამედ ზაფხულში.

"არისტოკრატების" უკანახაზელის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2022 წლამდე და მის გახანგრძლივებაზე საუბრები ჯერჯერობით არ არის. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ "ბლანკოსმა" ალემანი მცველი უფასოდ დაიმატოს.

"ლურჯების" ორიანის გარდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადმოსვლას უწინასწარმეტყველებენ ჟიულ კუნდესა და პაუ ტორესს. ცნობისთვის, ფრანგი უკანახაზელით "სტემფორდზეც" ინტერესდებიან.