ავტორიზაცია

როდის განახლდება ეროვნული ლიგა?

როდის განახლდება ეროვნული ლიგა?
თარიღი 09 სექ 2021, 15:39

დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი 10 სექტემბერს განახლდება. ამის შესახებ წერია ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:

"ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 23-ე ტურიდან 12 სექტემბერს განახლდება. 23-ე ტურის ერთი შეხვედრა - სამტრედია-ლოკომოტივი ჩემპიონატის შეჩერებამდე, 13 აგვისტოს გაიმართა.

ეროვნული ლიგა 2 კი, 10 სექტემბერს 23 ტურით განახლდება. 14 სექტემბერს დაგეგმილია ლიგა 3-ის ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩები", - ასეთი იქნება 23-ე ტურის განრიგი.

22 ტურის შემდეგ კი პირველ ადგილს 46 ქულით იკავებს ბათუმის "დინამო", რომელსაც თბილისის "დინამო" ორი ქულით ჩამორჩება. სამეულს კი 38 ქულით გორის "დილა" ხურავს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო