ავტორიზაცია

რაიოლა ბერნარდესკის იუვენტუსიდან ინტერში გადაყვანაზე ფიქრობს

რაიოლა ბერნარდესკის იუვენტუსიდან ინტერში გადაყვანაზე ფიქრობს
თარიღი 09 სექ 2021, 16:03

ახალი ამბავი არ არის, რომ ფედერიკო ბერნარდესკის ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი

Calciomercato.web-ის თანახმად, იტალიელი შემტევი შესაძლოა ვიხილოთ "ბებერი ქალბატონის" პრინციპული მოწინააღმდეგის, მილანის "ინტერის" ბანაკში.

საქმეში ჩართულია "ბიანკონერის" ვინგერის აგენტი, მინო რაიოლა, რომელიც თავის კლიენტს სწორედ "ნერაძურიში" ხედავს.

27-წლის გარემარბი არ არის "იუვენტუსის" ძირითადის შემადგენლობის წევრი და სწორედ ამის გამო სურს მას წასვლა.

აპენინელი ფლანგელი ტურინში თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 149 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.