ავტორიზაცია

პსჟ-მ ზამთრისთვის სასურველი მარცხენა მცველი შეარჩია

პსჟ-მ ზამთრისთვის სასურველი მარცხენა მცველი შეარჩია
თარიღი 10 სექ 2021, 10:45

Le Parisien-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიფორმებს მარცხენა მცველს და მთავარ ვარიანტად ტეო ერნანდესი განიხილება.

"მილანი" ფრანგი ვინგბექის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა თავად ფეხბურთელმა "პსჟ"-ში გადასვლის სურვილი დააფიქსირა ღიად, თანაც არაერთხელ.

"როსონერის" თანხმობის შემთხვევაში კი პარიზელებს მადრიდის "რეალის" ყოფილი განაპირა მცველი დაახლოებით 40-50 მილიონი ევროს ფარგლებში დაუჯდებათ.

23-წლის ფლანგელის ამჟამინდელი კონტრაქტი "შავ-წითლებთან" გათვლილია 2024 წლის ზაფხულამდე, მისი ყოველწლიური ხელფასი კი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.