ავტორიზაცია

ვიერი: "ჰოლანდი რეალში გადავა, ეს 100%-იანი ინფორმაციაა"

ვიერი: "ჰოლანდი რეალში გადავა, ეს 100%-იანი ინფორმაციაა"
თარიღი 10 სექ 2021, 11:47

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელებმა, კრისტიან ვიერიმ და ანტონიო კასანომ Twitch-ზე სხვადასხვა სატრანსფერო სიახლეები გაარჩიეს. იტალიელმა ექს-ფორვარდებმა არც ერლინგ ჰოლანდი დატოვეს ყურადღების გარეშე:

კასანო: "ბაიერნს სურს ჰოლანდის გადმობირება. რეალი კი თავის მხრივ არ არის ლევანდოვსკის დამატების წინააღმდეგი. ორივე ტრანსფერი ლოგიკურ ნაბიჯად მიმაჩნია.

ვიერი: "როგორც ვიცით, ნორვეგიელი თავდამსხმელი მადრიდში გადავა. ეს არის 100%-იანი ინფორმაცია. მე ასე მითხრეს, თუმცა ცხადია, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ, რა მოხდება.

კასანო: "ერლინგის გაფორმებით, "სამეფო კლუბი" მბაპეს დაემშვიდობება", - განაცხადა "ბლანკოსის" ყოფილმა შემტევმა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, "რეალი" მთელი ძალებით ცდილობდა სწორედ ფრანგის და არა დორტმუნდის "ბორუსიას" გოლეადორის გაფორმებას.

აქვე დავამატებთ, იმ შემთხვევაში, თუ კილიანი "პარი სენ-ჟერმენთან" არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, 2022 წლის ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება. "შავ-ყვითლების" 9-იანის კლაუსულა კი 75 მილიონი იქნება.