ავტორიზაცია

ანჩელოტი ყოფილი შეგირდის ტრანსფერს განიხილავს

ანჩელოტი ყოფილი შეგირდის ტრანსფერს განიხილავს
თარიღი 10 სექ 2021, 11:54

არაა გამორიცხული, რომ მადრიდის "რეალში" მოვიდეს ახალი ცენტრალური მცველი, წერს საკმაოდ აქტიურად გამოცემა La Repubblica.

"სამეფო კლუბი" დაინტერესდა კალიდუ კულიბალით, რომელსაც კარლო ანჩელოტი "ნაპოლიდან" მოყოლებული კარგად იცნობს.

"ლურჯები" არ არიან სენეგალელი უკანახაზელის გაყიდვის წინააღმდეგები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მინიმუმ 60 მილიონს არ გადაიხდის.

"ბლანკოსი" ეცდება ფასის დაგდებას და იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერ მოხერხდება, "აძურის" ცენტრბექის ტრანსფერი არ შედგება.

შეგახსენებთ, "პარტენოპელების" მაღალი სატრანსფერო მოთხოვნების გამო, 30-წლის მცველი თავის დროზე ვერ გადავიდა "მანჩესტერ სიტიში" და "ლივერპულში". "რეალმა" კულიბალის ტრანსფერი მომავალი ზაფხულისთვის ჩანიშნა.