ავტორიზაცია

"ალბათ, დაბერებამდე ამას არც გავაკეთებ", - კავანიმ ისაუბრა, თუ რატომ ატარებს მუდმივად გრძელ თმას

"ალბათ, დაბერებამდე ამას არც გავაკეთებ", - კავანიმ ისაუბრა, თუ რატომ ატარებს მუდმივად გრძელ თმას
თარიღი 10 Sep 2021, 15:41

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ურუგვაელმა შემტევმა ედინსონ კავანიმ ისაუბრა, თუ რატომ ატარებს გრძელ თმას.

„რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს შეკითხვა ხშირად მესმის ოჯახსა და მეგობრებისგან. ისინი ამბობენ: შეგიძლია საკუთარი თავი მოკლე თმით წარმოიდგინო, ედი? ან თუნდაც „ედი, ოდესმე უფრო მოკლედ თმის შეჭრაზე არ გიფიქრია?“ ასე რომ ეს თემა ჩემს საუბრებში ხშირად ჩნდება.

რ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ. 15 წლამდე მოკლე თმა მქონდა, მაგრამ როცა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გადავედი ფეხბურთის სათამაშოდ, მივხვდი რომ თმა უნდა გავიზარდო და ეს დღემდე გრძელდება. წარმოიდგინეთ, თითქმის 20 წელია გრძელ თმას ვატარებ.

როგორც ადრე ვთქვი, არ ვიცი, შევიჭრი ან დავიპატარავებ თუ არა. ვერ ვხედავ ამის მიზეზს, იმიტომ რომ მართლა მომწონს, რომ გრძელი თმა მაქვს და საკუთარი თავი მოკლე თმით ვერ წარმომიდგენია. 

„ვფიქრობ, ეს დიდწილად იმას უკავშირდება, რომ ბავშვობაში, დედაჩემი თმას მჭრიდა, რათა ტილები არ მყოლოდა. ზედმეტი პრობლემები არ სურდა და ამიტომ პირდაპირ მპარსავდა. შესაძლოა, ეს დიდად არ მომწონდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ახლა არ მსურს თმის შეჭრა და ალბათ, დაბერებამდე ამას არც გავაკეთებ.“ - აღნიშნა კავანიმ.