ავტორიზაცია

"ასეთი გიჟი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს", - კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე ისაუბრა

"ასეთი გიჟი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს", - კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე ისაუბრა
თარიღი 10 სექ 2021, 18:34

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეაზე ისაუბრა.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ამჟამად ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„მსოფლიოში ასეთი დაუნდობელი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს. არის უფრო რთული სპორტის სახეობები, მაგალითად მძლეოსნობა, მარათონები, მაგრამ ისინი წელიწადში 20-30-40-ჯერ არ დარბიან.

ვიცით, რატომ ხდება ასე. რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვადასხვა ქვეყნების შანსების მინიჭებაზე, საბოლოოდ ყველაფერი ფულს უკავშირდება.

ეს ნორმალურია. მაგრამ რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა გაიაზროს, რომ ფეხბურთელების გარეშე ამ თამაშს უბრალოდ ვერ ვითამაშებთ. ისინი ამ შესანიშნავი თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი იგრედიენტები არიან. მათზე წინ არავინაა.

ყველაფერი, რაც ბოლო დროს ითქვა, მატჩების რაოდენობის ზრდას უკავშირდებოდა. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს სწორი არ არის.

უნდა დადგეს მომენტი, როცა ყველა ფედერაცია ერთად დასხდება და დაიწყებენ ფიქრს თამაშზე და არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე. მე უკვე 54 წლის ვარ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცოცხლებ იმ მომენტამდე, როცა ეს მოხდება.“ - აღნიშნა კლოპმა.