ავტორიზაცია

ლუკ დე იონგმა ბარსელონას გასახდელში ლეო მესის კარადა და ადგილი დაისაკუთრა

ლუკ დე იონგმა ბარსელონას გასახდელში ლეო მესის კარადა და ადგილი დაისაკუთრა
თარიღი 10 სექ 2021, 19:14

"ბარსელონას" ახალწვეული, ლუკ დე იონგი კატალონიური გრანდის ფეხბურთელის რანგში ოფიციალურად წარადგინეს.

როგორც El Chiringuito TV იტყობინება, ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გასახდელში ის კარადა დაიკავა, რომელიც აქამდე ლიონელ მესის ეკუთვნოდა.

მოგეხსენებათ, არგენტინელი ფორვარდი "ბარსელონადან" გასულ ზაფხულს წავიდა და "პსჟ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, 1 სექტემბერს, "ბარსელონამ" "სევილიადან" 31 წლის ჰოლანდიელის იჯარით დამატება დაადასტურა.

გასულ სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.