ლუკ დე იონგმა ბარსელონას გასახდელში ლეო მესის კარადა და ადგილი დაისაკუთრა
"ბარსელონას" ახალწვეული, ლუკ დე იონგი კატალონიური გრანდის ფეხბურთელის რანგში ოფიციალურად წარადგინეს.
როგორც El Chiringuito TV იტყობინება, ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გასახდელში ის კარადა დაიკავა, რომელიც აქამდე ლიონელ მესის ეკუთვნოდა.
მოგეხსენებათ, არგენტინელი ფორვარდი "ბარსელონადან" გასულ ზაფხულს წავიდა და "პსჟ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, 1 სექტემბერს, "ბარსელონამ" "სევილიადან" 31 წლის ჰოლანდიელის იჯარით დამატება დაადასტურა.
გასულ სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.