უსეინ ბოლტი: "ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთს 42 წლამდე ითამაშებს"
მძლეოსნობაში 8-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უსეინ ბოლტმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა, რომელიც "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.
"კარგია, რომ დაბრუნდა. კრიშტიანუ თანაგუნდელებისგან ბევრს ითხოვს, მაგრამ ეს მათ უკეთესს ხდის. ვფიქრობ, 42 წლამდე ითამაშებს".
"ყოველთვის კარგ ფორმაში იქნება და ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელთან შედარებით უფრო მაღალ დონეზე", - ციტირებს ბოლტის სიტყვებს BBC Sport.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დამატება 31 აგვისტოს დაადასტურა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცნობისთვის, რონალდუს "ეშმაკუნების" რიგებში აქამდეც უასპარეზია - მანიკუნიანელთა ღირსებას იგი 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა.