ავტორიზაცია

კრისტიან ვიერი: "ჰოლანდი ვან ბასტენზეც კი უკეთესია, ბოლო 20-30 წელია ასეთი ფორვარდი არ მინახავს"

კრისტიან ვიერი: "ჰოლანდი ვან ბასტენზეც კი უკეთესია, ბოლო 20-30 წელია ასეთი ფორვარდი არ მინახავს"
თარიღი 10 სექ 2021, 19:30

იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-თავდამსხმელი, კრისტიან ვიერი "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის თამაშით აღფრთოვანებულია.

"ბოლო 20-30 წლის მანძილზე ასეთი ძლიერი 20 წლის თავდამსხმელი არ მინახავს, ვან ბასტენიც კი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ჰოლანდია".

"ალბათ, იგი სხვებზე 3-4-ჯერ ძლიერია ფიზიკურად, როცა ურტყამს, წარმოუდგენელ სიძლიერეს ფქლობს", - ციტირებს ვიერის სიტყვებს Tuttomercatoweb.

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების რიგებში ჰოლანდს 15 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აღებული.

რაც შეეხება "დორტმუნდს", ბორუსიელთა მაისურით ერლინგმა ჩატარებულ 64 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა.