ავტორიზაცია

"დიდხანს ვოცნებობდი ამ დღეზე", - ლეო მესი პელეს ისტორიული რეკორდის დამხობის შემდეგ

"დიდხანს ვოცნებობდი ამ დღეზე", - ლეო მესი პელეს ისტორიული რეკორდის დამხობის შემდეგ
თარიღი 10 სექ 2021, 23:17

"პსჟ"-სა და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ სამხრეთამერიკული ნაკრებების ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ამ დღეზე ძალიან დიდხანს ვოცნებობდი და მადლობა ღმერთს, დადგა. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმისათვის, რათა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის".

"ბრწყინვალე, დაუვიწყარი საღამო იყო", - წერს 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ბოლივიასთან (3:0) გამართულ მატჩში მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, ახლა კი მის ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი 79 გოლია.

წინა რეკორდი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფორვარდს, პელეს ეკუთვნოდა, რომელსაც "სელესაოს" მაისურით მეტოქის კარი 77-ჯერ აქვს აღებული.

მესის ორი ახალი რეკორდი - არგენტინელმა გოლეადორმა პელე და სუარესი ჩამოიტოვა