VIDEO: ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიაში კუთხურიდან ჩაახვია! - ლევან ელოშვილის შედევრი
ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში "კაფენბერგმა" "ლაფნიცი" მინიმალური ანაგრიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა ლევან ელოშვილმა, რომელმაც ბურთი მეტოქის კარში კუთხურიდან ჩაახვია.
ქართველი თავდამსხმელი "შევარდნებში" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 101 მატჩის ჩატარება, 15 გოლის გატანა და 8 ასისტის შესრულებაც.