ავტორიზაცია

"პრემიერ ლიგიდან წასვლა აუცილებელი იყო", - ლუკაკუ

"პრემიერ ლიგიდან წასვლა აუცილებელი იყო", - ლუკაკუ
თარიღი 11 სექ 2021, 13:25

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ ანტონიო კონტესთან ერთად მუშაობაზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, იტალიელ სპეციალისტთან ერთად 28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი "ინტერში" საქმიანობდა.

"ვფიქრობ, იტალიაში მთელ მსოფლიოს ვაჩვენე, თუ რა შემიძლია. აგრეთვე, თავი გამოვიჩინე ბელგიის ნაკრებშიც", - აცხადებს "არისტოკრატთა" ახალწვეული.

"ვფიქრობ, ინგლისიდან უნდა წავსულიყავი, რათა ბოლომდე გავხსნილიყავი. ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ საკუთარი ძალები სხვადასხვა ლიგებში მომესინჯა.

ახლა სერია ა-ში თამაშის გამოცდილება მაქვს, ამ ჩემპიონატში ასპარეზობა ყოველთვის მინდოდა. იქ სხვა პირობებში აღმოჩნდები, სხვა ზეწოლას აწყდები, კარგი იყო".

"ცხადია, ანტონიო კონტე ძალიან დამეხმარა. მაჩვენა, თუ რა უნდა გამეკეთებინა გასამარჯვებლად. და ჩვენ ეს მეორე სეზონში გავაკეთეთ. იტალიაში სრულიად სხვა ფეხბურთია - ბევრი ტაქტიკა, ცოტა სივრცე", - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს Independent.