ავტორიზაცია

"მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს", - კევინ-პრინს ბოატენგმა თავის ძმაზე უარი თქვა

"მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს", - კევინ-პრინს ბოატენგმა თავის ძმაზე უარი თქვა
თარიღი 11 სექ 2021, 14:16

ბერლინის "ჰერტას" ნახევარმცველმა, კევინ-პრინს ბოატენგმა განაცხადა, რომ არ უნდა თავის ძმასთან, ჯერომ ბოატენგთან რაიმე საერთო ჰქონდეს.

მოგეხსენებათ, "ლიონის" მცველი ამ კვირაში თავისი ყოფილი მეგობარი გოგონასთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გამო 1,8 მილიონი ევროთი დააჯარიმეს.

როგორც აღინიშნება, ჯერომი გისოსებს მიღმა აღმოჩენას გადაურჩა - მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

"უკვე დიდი ხანია ჯერომთან ურთიერთობა არ მაქვს. გერმანულ კანონებს პატივს ვცემ და ქალის მიმართ ძალადობას ვგმობ".

"არ ვაიგივებ ჩემი ძმის ქმედებებს და შესაბამისად, მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს", - ციტირებს კევინ-პრინსის სიტყვებს Bild.