ავტორიზაცია

ბარსელონამ ალბას შემცვლელი ატლეტიკოში შეარჩია - ესპანური პრესა

ბარსელონამ ალბას შემცვლელი ატლეტიკოში შეარჩია - ესპანური პრესა
თარიღი 11 სექ 2021, 17:24

"ატლეტიკოს" მცველმა, რენან ლოდიმ კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, წერენ ესპანურ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ბრაზილიელის ხელში ჩაგდება "ბარსელონას" უნდა.

როგორც აღინიშნება, კატალონიელები მადრიდელთა მარცხენა მცველს 32 წლის ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავენ.

გასულ სეზონში ლოდიმ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ატლეტიკოს" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.