VIDEO: პირველი მარცხი სეზონში - ტოტენჰემი სტუმრად კრისტალ პალასთან განადგურდა
ინგლისის ჩემპიონატის მე-4 ტურის ეგიდით, "კრისტალ პალასმა" შინაურ კედლებში "ტოტენჰემს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "არწივების" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 58-ე წუთზე "დეზებს" ცენტრალური მცველი, ჯაფეთ ტანგანგა გაუძევეს, ანგარიში კი 75-ე წუთზე ვილფრიდ ზაჰამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა.
84-ე წუთზე ედსონ ედუარმა "კრისტალ პალასის" უპირატესობა ორამდე გაზარდა, 93-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ამ მარცხის შემდეგ, "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით კვლავ პირველ ადგილს იკავებს, "კრისტალ პალასი" კი 5 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა