ავტორიზაცია

VIDEO: პირველი მარცხი სეზონში - ტოტენჰემი სტუმრად კრისტალ პალასთან განადგურდა

VIDEO: პირველი მარცხი სეზონში - ტოტენჰემი სტუმრად კრისტალ პალასთან განადგურდა
თარიღი 11 სექ 2021, 17:29

ინგლისის ჩემპიონატის მე-4 ტურის ეგიდით, "კრისტალ პალასმა" შინაურ კედლებში "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "არწივების" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 58-ე წუთზე "დეზებს" ცენტრალური მცველი, ჯაფეთ ტანგანგა გაუძევეს, ანგარიში კი 75-ე წუთზე ვილფრიდ ზაჰამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა.

84-ე წუთზე ედსონ ედუარმა "კრისტალ პალასის" უპირატესობა ორამდე გაზარდა, 93-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ, "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში  9 ქულით კვლავ პირველ ადგილს იკავებს, "კრისტალ პალასი" კი 5 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა