ავტორიზაცია

ჩელსი ბაიერნს სამომავლოდ ხმაურიან გაცვლას სთავაზობს

ჩელსი ბაიერნს სამომავლოდ ხმაურიან გაცვლას სთავაზობს
თარიღი 11 სექ 2021, 17:33

"ბაიერნის" თავდამსხმელი, ლეროი სანე შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს, წერენ ბრიტანულ და გერმანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" 25 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ლონდონის "ჩელსის" უნდა.

როგორც აღინიშნება, ლონდონური კლუბი მზად არის ტრანსფერში თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი ჩართოს, თუ "რეკორდმაისტერი" ამ უკანასკნელით დაინტერესდება.

გასულ სეზონში სანემ "ბაიერნის" მაისურით 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ვერნერის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 65 მილიონ ევროს შეადგენს, სანე კი 60 მილიონი ღირს.

ლეროი სანე ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს - ფეხბურთელისთვის სამი კლუბი იბრძოლებს