ავტორიზაცია

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "მბაპეს რეალში გადასვლას ვისურვებდი, ლა ლიგისთვის შესანიშნავი იქნებოდა"

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "მბაპეს რეალში გადასვლას ვისურვებდი, ლა ლიგისთვის შესანიშნავი იქნებოდა"
თარიღი 11 სექ 2021, 18:21

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს "რეალში" ჩაშლილ ტრანსფერზე და "ბარსელონადან" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

"მბაპეს "რეალში" გადასვლას ვისურვებდი, რადგან მთელი ესპანეთის ჩემპიონატისთვის ეს ბრწყინვალე და შესანიშნავი იქნებოდა".

"ანტუან გრიზმანის გადმოსვლით გახარებულები ვართ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს გუნდს გააძლიერებს და დაეხმარება".

"ვფიქრობ, საოცარი დახვედრა ელის. უკმაყოფილოები იქნებოდან, ამას უნდა შევეგუოთ. მიუხედავად ამისა, თბილად მიიღებენ".

"ის, ვინც ამ ნაბიჯს არ ეთანხმება, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს "ატლეტიკოსთვის" შესანიშნავი გაძლიერებაა და ტიტულების მოსაგებად ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, როგორიც გრიზმანია", - ციტირებს სერესოს სიტყვებს Diario Sport.