ავტორიზაცია

VIDEO: ნამდვილი დრამა ბაიარენაზე — დორტმუნდმა ლევერკუზენი 7-გოლიან თრილერში დაამარცხა

VIDEO: ნამდვილი დრამა ბაიარენაზე — დორტმუნდმა ლევერკუზენი 7-გოლიან თრილერში დაამარცხა
თარიღი 11 სექ 2021, 19:32

გერმანიის ჩემპიონატის მე-4 ტურის ეგიდით, "ლევერკუზენმა" შინაურ კედლებში "დორტმუნდს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 4:3.

შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე "ფარმაცევტების" ნახევარმცველმა, ფლორიან ვირტცმა გახსნა, 37-ე წუთზე კი ერლინგ ჰოლანდმა წონასწორობა აღადგინა, ზუსტად ორ წუთში ჯუდი ბელინგემს გოლი გაუუქმეს - მსაჯმა თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა.

არჩათვლილი გოლის შემდეგ, "დორტმუნდს" აქეთ გაუტანეს - პირველი ტაიმის ბოლოს თავი პატრიკ შიკმა გამოიჩინა და "ლევერკუზენი" კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმის სტარტზევე, 49-ე წუთზე, იულიან ბრანდტმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა, 55-ე წუთზე კი მუსა დიაბიმ მასპინძლები კვლავ დააწინაურა.

საბოლოო ჯამში, ნამდვილ თრილერში გამარჯვება მაინც "დორტმუნდს" დარჩა - 5 წუთიან მონაკვეთში, 71-ე და 75-ე წუთებზე, ჯერ რაფაელ გერეირომ შეარხია მეტოქის კარის ბადე, ხოლო შემდეგ ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს 3 ქულაც მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "დორტმუნდი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს, "ლევერკუზენი" კი 7 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა