ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს ტრიუმფალური დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე და დუბლი! მანჩესტერმა ნიუკასლი გაანადგურა

თარიღი 11 სექ 2021, 19:56

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ნიუკასლი“ 4:1 დაამარცხა. 

ამ მატჩში „წითელი ეშმაკების“ მაისურით მეორე დებიუტი შედგა კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა.

პორტუგალიელმა ანგარიში 45+2 წუთზე გახსნა, 56-ზე მანკილიომ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 62-ე წუთზე კრიშტიანუმ დუბლი მიითვალა და „იუნაიტედი“ კვლავ წინ გაიყვანა.

მატჩის მეოთხე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა, წერტილი კი ჯესი ლინგარდმა 90+2 წუთზე დასვა და „იუნაიტედს“ გამანადგურებელი გამარჯვება გაუფორმა.

„წითელი“ ეშმაკები“ 10 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ, „ნიუკასლი“ კი 1 ქულით მე-10 ადგილზეა.