VIDEO: იუვენტუსის მოუგებელი სერია გრძელდება! ნაპოლის ქამბექი და დიდი გამარჯვება
სერია ა-ს მესამე ტურში „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ დაამარცხა.
მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე ალვარო მორატამ გახსნა და პირველი ტაიმი ტურინულ გუნდს მოაგებინა. თუმცა, მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის გუნდმა ქამბექი შეასრულა და „იუვე“ უქულოდ დატოვა.
57-ე წუთზე მატეო პოლიტანომ ანგარიში გაათანაბრა, 85-ზე კი კალიდუ კულიბალიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 9 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, „იუვენტუსის“ ანგარიშზე კი სენსაციური 1 ქულაა.