ავტორიზაცია

VIDEO: ზირამ ვოლკოვის დუბლით მოიგო - ქართველმა აზერბაიჯანში გაიბრწყინა

თარიღი 11 სექ 2021, 22:35

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში კეშლა საკუთარ მოედანზე ზირასთან 0-2 დამარცხდა.

შეხვედრის ორივე გოლი ზირას შემადგენლობიდან ქართველმა თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა გაიტანა, 63-ე და 72-ე წუთებზე. 26 წლის შემტევმა შეუცვლელად ითამაშა.

3 ტურის შემდეგ დავით ვოლკოვს 3 გოლი აქვს. მისი გუნდი მე-5 პოზიციაზეა.