ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მესი ასეთ წასვლას არ იმსახურებდა"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მესი ასეთ წასვლას არ იმსახურებდა"
თარიღი 12 Sep 2021, 10:03

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, „ბარსელონადან“ ლეო მესის წასვლაზე ისაუბრა.

„რონალდუ, გვარდიოლა და მოურინიო წავიდნენ... ძალიან გაგვიმართლა, რომ ორი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტის ორ საუკეთესო გუნდში თამაშობდა და ლა ლიგამ ეს გამოიყენა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლიგად იქცა.

შესაძლოა, მესის წასვლა მტკივნეული იყო, იმიტომ რომ პირადად მე ის ისტორიაში საუკეთესოდ მიმაჩნია. მან ასეთი წასვლა არ დაიმსახურა - მხოლოდ „ბარსელონადან“ კი არა, ზოგადად ლიგიდანაც.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს Sport.es.

5 აგვისტოს, „ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ მესისთან ხელშეკრულება გაფორმებული არ იქნება გუნდის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. 10 აგვისტოს მესიმ „პსჟ-სთან“ გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.