ავტორიზაცია

მიულერი: "მესის გარეშე ბარსელონა? ეს სულ სხვა გუნდია"

მიულერი: "მესის გარეშე ბარსელონა? ეს სულ სხვა გუნდია"
თარიღი 12 სექ 2021, 10:23

„ბაიერნის“ შემტევმა თომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბარსელონასთან“ მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მესის გარეშე ბარსელონაზე არაფრის თქმა არ შემიძლია, ეს სრულიად სხვა გუნდია. როცა გუნდს ცენტრში მესი ჰყავს, რა თქმა უნდა მას ყოველთვის ყველაზე დიდი ყურადღება მიეპყრობა.

თუმცა, ასეა თუ ისე ეს კვლავაც იქნება დაპირისპირება „ბარსელონას“ წინააღმდეგ, შესანიშნავ სტადიონზე. ასე რომ დიდი საღამო გველის.“ - ციტირებს მიულერის სიტყვებს Sport.es.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 14 სექტემბერს გაიმართება. „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის ეს იქნება პირველი დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა ჩემპიონთა ლიგის ცნობილ მეოთხედფინალში ბავარიულმა გუნდმა კატალონიური 8:2 გაანადგურა.

იმ წელს „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, „ბარსამ“ კი სეზონი უტიტულოდ დაასრულა.