ავტორიზაცია

სპალეტი: "ეს არ იყო ისეთი წმინდა გამარჯვება, როგორიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო"

სპალეტი: "ეს არ იყო ისეთი წმინდა გამარჯვება, როგორიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო"
თარიღი 12 სექ 2021, 10:26

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, „იუვენტუსთან“ სერია ა-ს მესამე ტურში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

„მწვრთნელი შესვენების დროს ცვლილებების შეტანას ცდილობს, მაგრამ ფეხბურთელების რეაქციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გარშემო დიდი ზეწოლა იყო, რომელმაც გამოიწვია როგორც „იუვენტუსის“, ისე „ნაპოლის“ შეცდომები.

მეტოქე უფრო ღრმად იყო განლაგებული და მათი თავდამსხმელები პრობლემებს გვიქმნიდნენ, იმიტომ რომ ისინი ბურთს მცველებს ზურგს უკან გვიგდებდნენ.

გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ ეს არ იყო ისეთი წმინდა მოგება, როგორიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ამ გუნდს უფრო მეტი სიმშვიდე უნდა შევძინო, რათა განვავითარო ის კარგი სამუშაო, რომელიც აქ ჯენარო გატუზომ გასწია.“ - ციტირებს სპალეტის სიტყვებს DAZN.

სერია ა-ს 3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ცხრილს 9 ქულით ლიდერობს, „იუვენტუსი“ კი 1 ქულით მე-14 ადგილზეა.