ავტორიზაცია

ვეინალდუმი - ვერა, საულიც ვერა - ბარსელონამ ყურადღება ლესტერის ნახევარმცველზე გაამახვილა

ვეინალდუმი - ვერა, საულიც ვერა - ბარსელონამ ყურადღება ლესტერის ნახევარმცველზე გაამახვილა
თარიღი 12 სექ 2021, 13:54

„ლესტერის“ ნახევარმცველმა იური ტილემანსმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა ესპანურ ლა ლიგაში გააგრძელოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელით „ბარსელონაა“ დაინტერესებული.

ტილემანსის გადაბირებით პირადად „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ინტერესდება, რომელსაც გუნდის გაძლიერება ფინქსიონალური ნახევარმცველით სურს.

პრიორიტეტული ვარიანტი „ბლაუგრანასთვის“ ჯორჯინიო ვეინალდუმი იყო, რომელმაც „პსჟ-ზე“ შეაჩერა არჩევანი. ასევე, „ბარსა“ საულ ნიგესითაც ინტერესდებოდა, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ჩელსიში“ გადავიდა.

ამიერიდან, „ბარსას“ ყურადღება ყველაზე მეტად ტილემანსზეა გამახვილებული.

იურის კონტრაქტი „ლესტერთან“ 2023 წელს იწურება, გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები კი ჩიხში შევიდა. ამჟამად, ტილემანსი 55 მილიონ ევროდ არის შეფასებული.