ავტორიზაცია

"ეს იყო სამარცხვინო" - კობიაშვილმა ნაკრების მატჩები შეაფასა

"ეს იყო სამარცხვინო" - კობიაშვილმა ნაკრების მატჩები შეაფასა
თარიღი 12 Sep 2021, 14:31

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სექტემბერში ჩატარებული საშინელი მატჩები შეაფასა.

"ჩემთვის ეს თამაშები იყო სამარცხვინო და კატასტროფა. როცა ასე თამაშობ, ყველანაირი კრიტიკა უნდა მიიღო და თავი უნდა დახარო.

როცა კოსოვოსთან ასე თამაშობ, ყოვლად გაუგებარია. ეთამაშები არა აღიარებულ ქვეყანას და ფიქრობ, რომ კოსოვო ერთადერთ ნაკრებია, რომელსაც უნდა მოუგო.

ის, რაც ამ მატჩში პირველივე წუთებიდანვე ჩანდა, იყო კატასტროფა. 

წარმოუდგენელია, რაც არ უნდა უთამაშებელი იყო, მოედანზე არ გეტყობოდეს, რომ მონდომებული ხარ და მოგება გინდა", - თქვა კობიაშვილმა