ავტორიზაცია

ვინ შეცვლის არტეტას? - არსენალის ხელმძღვანელობა ორ ახალ კანდიდატურას განიხილავს

ვინ შეცვლის არტეტას? - არსენალის ხელმძღვანელობა ორ ახალ კანდიდატურას განიხილავს
თარიღი 12 სექ 2021, 14:54

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ შესაძლოა დაკავებული თანამდებობა დატოვოს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელის შემცვლელად ბრენდან როჯერსისა ("ლესტერი") და კრისტოფ გალტიეს ("ნიცა") ვარიანტებს განიხილავს.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გალტიე "ლილს" ედგა სათავეში და გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტული მოიგო.

თავის მხრივ, "არსენალში" არტეტას მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებაში მისმა გუნდმა პირველი გამარჯვება მეოთხე ტურში "ნორვიჩის" (1:0) წინააღმდეგ მოიპოვა.

39 წლის სპეციალისტი "მეთოფეებს" სათავეში 2019 წლიდან უდგას, იქამდე იგი სამი წლის მანძილზე "მანჩესტერ სიტიში" მუშაობდა პეპ გვარდიოლას დამხმარედ.