ავტორიზაცია

ოლმოსთვის ბრძოლაში ბარსელონას 3 ევროპული გრანდი შეეცილება - MARCA

ოლმოსთვის ბრძოლაში ბარსელონას 3 ევროპული გრანდი შეეცილება - MARCA
თარიღი 12 Sep 2021, 15:19

"ლაიფციგისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, დანი ოლმომ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, იტყობინება Marca.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, "ბარსელონას" გარდა, 23 წლის ესპანელი ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი" და "ბაიერნიც" არიან დაინტერესებულები.

როგორც აღინიშნება, "ლაიფციგის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ არანაკლებ 70 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

შეგახსენებთ, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ოლმოს გერმანულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში "ლაიფციგის" მაისურით ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

2015 წლიდან 2020 წლამდე ოლმო ზაგრების "დინამოს" ღირსებას იცავდა. იგი "ბარსელონას" აღზრდილია და 2019 წლიდან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში იძახებენ.