"ალბათ ბარსას ავირჩევდი", - ოვერმარსს კატალონიურ გუნდში მუშაობა სურს
„აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, „ბარსელონაში“ ანალოგიური თანამდებობის დაკავების სურვილი გამოთქვა.
„ამჟამად ყველაფერი მარტივად არის: ან „აიაქსში“ დავრჩები, ან მთელი ოჯახით საზღვარგარეთ გადავბარგდები, მე ეს მატარებელი უკვე ექვსჯერ გავუშვი.
„არსენალიც“ და „ბარსელონაც“ საინტერესო ვარიანტებია, მაგრამ მგონია, რომ ჩემი ოჯახი ესპანეთს აირჩევდა. იქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით, ასე რომ ალბათ „ბარსელონას“ ავირჩევდი.“ - აღნიშნა ოვერმარსმა.
ეს ორი გუნდი ნიდერლანდელმა შემთხვევით არ დაასახელა - პრესა არც ისე დიდი ხნის წინ წერდა, რომ ისინი ოვერმარსის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას განიხილავენ.
თავის კარიერაში ოვერმარსმა „გოუ ეჰედ იგლსში“, „ვილემ II-ში“, „აიაქსში“, „არსენალში“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.