ზედიზედ მე-4 მატჩში! გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სასტარტო შემადგენლობაშია
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ზედიზედ მე-4 ტურია „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში ხვდება.
ამჯერად, გიორგი „ღამურების“ კარს „ოსასუნასთან“ შეხვედრაში დაიცავს, რომელიც თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
„ვალენსიას“ სასტარტო ასე გამოიყურება: კორეია, პაულისტა, ალდერეტე, გაია, გილარმონი, ვასი, ჩერიშევი, სოლერი, გომესი, გედეში.
„ოსასუნა“: სანჩესი, გარსია, ერნანდესი, ვიდალი, ტორო, მონკაიოლა, ბრასანაჩი, გარსია, იბანიესი, კიკე.
მამარდაშვილს ლა ლიგაში უკვე 3 მატჩი აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით წაუგებელია - პირველ ტურში „ღამურებმა“ „ხეტაფეს“ 1:0 მოუგეს, შემდეგ „გრანადას“ დაუზავდნენ (1:1), ბოლოს კი „ალავესი“ 3:0 გაანადგურეს.