ავტორიზაცია

VIDEO: დრამატული მატჩი - ატლეტიკომ გამარჯვება მსაჯის მიერ მე-9 დამატებულ წუთზე მოიპოვა

VIDEO: დრამატული მატჩი - ატლეტიკომ გამარჯვება მსაჯის მიერ მე-9 დამატებულ წუთზე მოიპოვა
თარიღი 12 სექ 2021, 18:10

ლა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ესპანიოლი“ დრამატულ სტილში 2:1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე რაულ დე ტომასმა გახსნა და კატალონიური გუნდი დააწინაურა. 

„ატლეტიკოში“ „ბარსელონადან“ დაბრუნებულმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა მატჩი სასტარტოში დაიწყო და 58 წუთიც გაატარა მოედანზე, თუმცა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ვერ მოახერხა და ადგილი ჟოაო ფელიქსს დაუთმო.

ანგარიში იანიკ კარასკომ 79-ე წუთზე აღადგინა და „ატლეტიკოს“ ქამბექის იმედი ჩაუსახა.

ხანგრძლივი პაუზების გამო არბიტრმა მატჩში 10 წუთი დაამატა და „ატლეტიკომ“ გამარჯვება ბოლოსწინა კომპენსირებულ წუთზე მოიპოვეს - გამარჯვების გოლი ტომა ლემარმა გაიტანა და სიმეონეს გუნდს 3 ქულა მოუტანა. 

„ატლეტიკომ“ 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ჯერჯერობით ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა მისი დაწევის შანსი ერთბაშად 4 გუნდს აქვს.