ავტორიზაცია

ზლატანი: "ფრანგისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე შვედისთვის"

ზლატანი: "ფრანგისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე შვედისთვის"
თარიღი 12 სექ 2021, 19:11

„მილანის“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ კარიერაში ჩემპიონთა ლიგა არასდროს არ მოუგია.

„ჩემპიონთა ლიგა რომ მომეგო, დიდებული იქნებოდა. ეს ტურნირი არ მომიგია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამის გამო ნაკლებად კარგი ფეხბურთელი არ გავმხდარვარ.

არის ხალხი, ვინც ამბობს: „ზლატან, შენ მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მომიგია, შენ ცუდი ფეხბურთელი ხარ.“ მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ფრანგისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე შვედისთვის.

მე მიზნები ჯერ კიდევ გამაჩნია. საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგე, გარდა ჩემპიონთა ლიგისა. არ ვწუწუნებ, იმიტომ რომ ზოგადად სხვებზე მეტი გავაკეთე და უბრალოდ ბედნიერი ვარ.“ - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს France Football.

ერთადერთი ევროტურნირი, რომელიც იბრამ კარიერაში მოიგო - 2017 წლის ევროპა ლიგაა „მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად.