ავტორიზაცია

EXCLUSIVE: ბაჩანა არაბული საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!

EXCLUSIVE: ბაჩანა არაბული საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
თარიღი 12 სექ 2021, 19:32

Goაl.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბაჩანა არაბული კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს.

ყველაფერი გადაწყვეტილია და მალე არაბული "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს, სადაც 2016 წელს, საჩემპიონო სეზონში გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ არაბულის მიყვანამდე იმერლებმა გიორგი არაბიძეც დაიმატეს.

ამჟამად, "სამტრედიას" 13 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.

არაბულს საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს ის ბერძნულ "პაფოსში" გამოდიოდა, სადაც კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა